ზაზა ბიბილაშვილი : დღეს სიჩუმე დანაშაულში მონაწილეობის ტოლფასია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ნინო ლომჯარია ამ მხრივ ძალიან აქტიური იქნება

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სახალხო დამცველთან მიხეილ სააკაშვილის გარდა გოგა ონიანის, ვანო მერაბიშვილის, ირაკლი ჩხვირკიას და სხვა საქმეებზეც ისაუბრებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აქტიურობა მნიშვნელოვანია.

”ჩვენ ვხვდებით სახალხო დამცველს, რათა კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ სრულმასშტაბიან პოლიტიკურ დევნაზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ოპოზიციის წინააღმდეგ. პირველ რიგში საუბარია სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აბსურდულ საქმეეზე, მაგრამ საუბარი იქნება ასევე სტრასბურგის სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე, რომელიც ვანო მერაბიშვილის საქმეზე იქნა გამოტანილი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არად დაგიდევთ. საუბარი ასევე იქნება გოგა ონიანის პატიმრობაზე, რომელიც ასევე უკანონოა და რომელზეც წინა სახალხო დამცველმა ვრცლად ისაუბრა. საუბარი ასევე იქნება ირაკლი ჩხვირკიაზე, რომელიც ციხეში მხოლოდ ერთი ინტერვიუს გამოა და სხვა პოლიტპატიმრებზეც. დღეს სიჩუმე დანაშაულში მონაწილეობის ტოლფასია და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ნინო ლომჯარია ამ მხრივ ძალიან აქტიური იქნება”, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: ბიუჯეტის პროექტი სადავო ხელოვნურად გახადეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : ბაღების მენიუ გასაჯაროვდება, რათა გარკვეულმა ადამიანებმა საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ