ზაქარია ქუცნაშვილი: გვაქვს ამბიცია, რომ 85-95 ადამიანით შევალთ საქართველოს პარლამენტში

მათი საქმე არ უნდა იყოს ძროხების საბუთების დევნა,

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, 15 ახალი წევრის გარდა, რომელიც პარტიამ 13 ივლისს წარადგინა, “ქართული ოცნება” 70-80 სახის წარდგენას გეგმავს.

ქუცნაშვილის თქმით, საზოგადოება კიდევ უნდა ელოდოს 70-80 სახეს, რომელიც წარმოდგენილი იქნება პროპორციული თუ მაჟორიტაურლი საარჩევნო სისტემით ასარჩევ პირთა წრეში.

“სიმბოლური იყო, რომ სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მოხდა პარტიის სიის ნაწილობრივი წარმოდგენა, 15 პერსონა იქნა წარმოდგენილი. ახალგაზრდების გუნდია, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში.

მათ აქვთ, როგორც კერძო, ასევე საჯარო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება, რაც წარმატებული მართვისთის აუცილებელია. არიან ისეთი დარგის წარმომადგენლები, რომელებიც არასდროს ყოფილან მოაზრებული საქართველოს პარლამენტის წევრთა სიაში. გუშინდელმა დღემ წარმოაჩინა ის დამოკიდებულება, რითაც გაიზომებიან მომავალი დეპუტატები. ეს არის ღირებულებებისადმი ერთგულება.

15 ადამიანი არ ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება” მხოლოდ მათ იმედზე აპირებს არჩევნების ჩატარებას. გვაქვს ამბიცია, რომ 85-95 ადამიანით ვიქნებით არჩეული საქართველოს პარლამენტში. ამიტომ, საზოგადოება კიდევ უნდა ელოდოს 70-80 სახეს, რომელიც წარმოდგენილი იქნება პროპორციული თუ მაჟორიტაურლი საარჩევნო სისტემით ასარჩევ პირთა წრეში”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სასამართლო სისტემის რეფორმა – ეს ორი საკითხი ევროკავშირისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია”
შემდეგი სტატიაავთანდილ მარგიანი: მე ვინც დამირეკა, ის არის ძალიან ახლობელი „ოცნების“