ზაქარია ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ კახა კალაძეს მინისტრის პოსტის დატოვება და საარჩევნო სიაში მოხვედრა შესთავაზონ

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ კახა კალაძეს ენერგეტიკის მინისტრის პოსტის დატოვება და საარჩევნო სიაში მოხვედრა შესთავაზონ, – ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, შესაძლოა კალაძეს მინისტრის პოსტი დაატოვებინონ და საარჩევნო სიაში შეიყვანონ.

„დატოვებით მინისტრის პოსტს ვერავინ დაატოვებინებს. შეიძლება შესთავაზონ. ვინ მოგისჯის – წადი ახლა სამტრედიაში იყარე კენჭი! შეიძლება შესთავაზონ ეს ამბავი და არა მარტო კახის. დაველოდოთ 14 მაისს. ვფიქრობ, 14 მაისი მმართველი პარტიისთვის ათვლის წერტილი იქნება ამ ყბადაღებულ შეკითხვებზე პასუხების მოძებნისათვის. თქვენც დაისვენებთ და ვფიქრობ, ბევრი დაისვენებს 14 მაისის შემდეგ“, – მიმართა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია მომავალი ზამთრისთვის კომუნალური ვაუჩერების სრულად გაუქმებას გეგმავს?
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, პატრულის ყოფილ თანამშრომლებს დღეს ბრალს წაუყენებენ