ზაქარეიშვილი ცხინვალის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გეგმებში საფრთხეს ვერ ხედავს

ოკუპირებული ცხინვალის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გეგმებში განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს პაატა ზაქარეიშვილი.

რეინტეგრაციის მინისტრის განცხადებით, რეფერენდუმის მიუხედავად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში სტატუს-კვო არ გაუარესდება.

„ასეთი ღონისძიებები არანაირ შედეგებზე არ გადის, გარდა იმისა, რომ შეიძლება, საზოგადოებაში უბრალოდ გამოიწვიოს დამატებითი კითხვები, ვნებათაღელვა, ყურადღების მიპყრობა და, ბუნებრივია, უნდა მივაქციოთ ყურადღება. უნდა დავაკვირდეთ ამ მოვლენებს, მაგრამ შედეგი არ იქნება იმაზე მეტი, რაც დღეს არის. არაფერი არ მოჰყვება ამას,“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს ცვლილებებს ადასტურებს – შენგელიას შემცვლელი ცნობილია
შემდეგი სტატიაიუსტიციის საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს