ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, თბილისის მერიის სამსახურებმა შესაბამისი დავალებები მიიღეს

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავობის სხდომაზე, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, რაიონულ განგეობებს, თბილისის საბავშვი ბაღების მართვის სააგენტოსა და შპს “თბილსერვის ჯგუფს” შესაბამისი დავალებები მისცა.

დავით ნარმანიას განცხადებით, უხვი ნალექის მოსვლისთანავე, “თბილსერვის ჯგუფმა” ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა, გაიწმინდა გზები, დაიყარა ტექნიკური მარილი, ასევე კოჯრის მოსახლეობა შეშით უზრუნველყიფილია.

დავით ნარმანიამ საბავშვო ბაღების საგენტოს ხელმძღვანელს დაავალა, ყველა სააღმზრდელო დაწესებულება შეამოწმოს.

“საბავშვო ბაღის მართვის სააგენტოს ვავავლებ, შეამოწმოს ყველა საბავშვო ბაღი, ბაღში არსებული მდგომარეობა. სააღმზრედლო დაწესებულებებში ყველგან არის გათბობა, თუმცა გათბობის საშუალებების შემოწმება ზამთრის დადგომასთან ერთად აუცილებელია”,-აღნიშნა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიუხვ ნალექს გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა „ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტი მირიან ბიჭიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა