ზახაროვა: ჭკვიანი რაკეტები“ უნდა მიფრინავდნენ ტერორისტებისკენ და არა კანონიერი მთავრობის მხარეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 11, 2018 16:35

ზახაროვა: ჭკვიანი რაკეტები“ უნდა მიფრინავდნენ ტერორისტებისკენ და არა კანონიერი მთავრობის მხარეს

„ჭკვიანი რაკეტები“ უნდა მიფრინავდნენ ტერორისტებისკენ და არა კანონიერი მთავრობის მხარეს, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელშიც ის რუსეთს მიმართავს, სირიაზე სარაკეტო დარტყმისთვის მოემზადოს.

„ჭკვიანი რაკეტები“ უნდა მიფრინავდნენ ტერორისტებისკენ და არა კანონიერი მთავრობის მხარეს, რომელიც რამდენიმე წელია, თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ინსპექტორები გააფრთხილეს, რომ ახლა „ჭკვიანი რაკეტები“ გაანადგურებენ მიწაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ყველა მტკიცებულებას? თუ მთელი ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება მალე დაიფაროს პროვოკაციის კვალი „ჭკვიანი რაკეტების“ დარტყმებით და საერთაშორისო ინსპექტორებმა მტკიცებულებებად ვერაფერი მოძებნონ?“ – წერს მარია ზახაროვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში რუსეთის მისამართით გამაფრთხილებელი პოსტი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 11, 2018 16:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,566
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics