ზახაროვა: აშშ-ს ქმედებები სირიაში ოკუპაციას ემსგავსება

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარაი ზახაროვას აზრით, აშშ-ს ქმედებები სირიის ტერიტორიაზე ოკუპაციას უახლოვდება.
,,ამერიკული მხარის განზრახვა, არ გაიყვანოს ჯარები სირიიდან ისლამისტების განადგურების შემდეგაც, იწვევს დიდ კითხვებს აშშ-ს შეიარაღებული ძალების ნამდვილ მიზნებთან დაკავშირებით ამ რესპუბლიკაში,, აცხადებს ზახაროვა.
,,აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა 13 ნოემბერს ღია ტექსტით განაცხადა, რომ ამერიკული ძალები არ გავლენ სირიიდან პოლიტიკური დარეგულირების პროგრესამდე… რომლის მიღწევის პირობებს, როგორც ჩვენ გვესმის, აშშ თვითნებურად განსაზღვრავს. ამას ისინი აკეთებენ არა მხოლოდ სირიის ხელისუფლების მხრიდან მოწვევისა და ნებართვის გარეშე, არამედ სირიის კანონიერი ხელისუფლების ნების წინააღმდეგ. ფაქტიურად ოკუპაციასთან მიახლობული მცნებით მოქმედებენ,, აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაშიისრაელში მეექვსე საუკუნის ქართული მოზაიკური იატაკი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიათურქული მედია ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციაზე