ზაჰესში ნაღმის აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა

თბილისში, ზაჰესში ნაღმზე მამაკაცი აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მაშინ მოხდა, როცა მამაკაცი საკუთარ ნაკვეთს ამუშავებდა, რომელიც ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარეობს. მამაკაცი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებელი სამყარო ხვალ უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
შემდეგი სტატიააღდგომის ღამეს აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი