ზაჰესში ცოლ-ქმარი მოკლეს

ყაჩაღური თავდასხმა თბილისში, ზაჰესში ცოლ-ქმარს, რომელებიც მინი მარკეტს ფლობდნენ, ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ, შემდეგ კი მოკლეს.

შემთხვევა ავჭალის 25 ნომერში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, თავდამსხმელები ტატიშვილების ოჯახის კუთვნილი მინი-მარკეტის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც მათ მფლობელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 66 წლის მამაკაცი და 58 წლის ქალი. მათი ცხედრები უკვე გადაასვენეს პროზექტურაში.

ოჯახის სხვა წევრები სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები დილიდან მუშაობენ, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

წყარო:რუსთავი2

banner
წინა სტატიაშიNDI ხვალ კვლევის შედეგებს წარადგენს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს