(video) ზაალ უდუმაშვილის თქმით, ის ენმ-ს მერობის კანდიდატია, თუმცა პარტიის წევრი არაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა წარდგენის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მან 25 წლიანი ჟურნალისტიკური კარიერის შემდეგ პოლიტიკაში გადაინაცვლა. ზაალ უდუმაშვილის თქმით, ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებების დრო დადგა:
„მე არა ერთხელ აღვნიშნე, რომ ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩავთვალე , რომ ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებების დრო დადგა და მე შემიძლია ჩემი წვლილი უნდა შევიტანო ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, მისი წარდგენისთვის შერჩეული ადგილი სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა, რადგან სწორედ მეტეხის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო თბილისის არსებობა.

როგორც ენმ-ს მერობის კანდიდატმა განაცხადა მისთვის მთავარი კონკურენტი ხელისუფლების კანდიდატი იქნება.

უდუმაშვილის თქმით ის თავის პროგრამას უახლოეს დღეებში წარადგენს, მან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ქალაქის ურბანულ განვითარება დაასახელა და აღნიშნა, თბილისის ბეტონის ჯუნგლებად იქცა, მისი თქმით კერძო საკუთრების საკითხში უხეში ჩარევა არ მოხდება, თუმცა გადაიხედება ყველა დაწყებული პროექტი და მისი განხორციელება ქალაქის ინტერესების შესაბამისად მოხდება.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ის ენმ-ს მერობის კანდიდატია, თუმცა პარტიის წევრი არაა. უდუმაშვილის განცხადებით, ამით ის პოლიტიკურ ველს სხვა პარტიებისთვისაც თავისუფალს ტოვებს.

„მე არ ვარ არცერთი პარტიის წევრი, ჩვენ ვართ ორიენტირებულილ ამ შემთხვევაში რეზულტატზე, რაც შეუოძლება მაღალი რეზულტატი უნდა მივიღო არჩევნებში და გავიმარჯვო, ამიტომ ღიას ვტოვებ პოლიტიკურ ველს სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც, თუ მათი სურვილი იქნება მე ვიქნები მათი კანდიდატიც. მიმდინარეობს კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც“- განაცხადა უდუმაშვილმა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/zalikoudumashvili/videos/1392520610861019/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიშსს პოლიციელის ცემის ფაქტი გახსნა-რა მოხდა 23 ივნისს კუკიაზე
შემდეგი სტატიააეროპორტის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბარგში მომწამვლელი ნივთიერება – ციანიდი იყო