ზაალ უდუმაშვილი: ზოგადად იმ შენობაში მართლმსაჯულება მკვდარია

”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი

“ზოგადად იმ შენობაში მართლმსაჯულება მკვდარია,” – ამ შეფასებას რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი, ტელეკომპანიის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გადაცემა არჩევანში აკეთებს.

“ზოგადად იმ შენობაში, სადაც რუსთავი2-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მართლმსაჯულება მკვდარია. ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილებების აღსრულების ეროვნული სააგენტო. თქვეს, რომ 8 ივნისამდე დაასრულებდნენ პროცესს და დაასრულეს. რაც შეეხება ივანიშვილის და იან კელის შეხვედრას, თუ ხელისუფლებას მოუწია რაღაც ნაბიჯების უკან გადადგმა, ეს შეერთებული შტატების ძალიან დიდი დამსახურება იქნება. მათი მკაცრი ტონი კიდევ უფრო გამკაცრდება, რაც უფრო მოახლოვდება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება,“ – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ივანიშვილი ამ ქვეყნის, პუტინის შემდეგ, ყველაზე უფრო მასშტაბურ მტრად მიმაჩნია
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ თავის მთავარ კოზირს, ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნებში აქტიურად გამოიყენებს”