ზაალ უდუმაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს დახმარებას სთავაზობს

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს დახმარებას სთავაზობს.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობა” მზად არის ალეკო ელისაშვილის დასახმარებლად უმოკლეს ვადაში შეაგროვოს 10 000 ხელმოწერა. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ელისაშვილის თანხმობის შემთხვევაში მისი შტაბი ხვალ დილიდან მხარდამჭრების მობილიზებას დაიწყებს.

”დღეს გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიოციური კანდიდატისგან, ალეკო ელისაშვილისგან, საიდანაც ირკვევა, რომ ხელისუფლება საარჩევნო მანიპულაციებით ცდილობს მის არჩევნებში მონაწილეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. საუბარია ანონსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით ალეკო ელისაშვილი ვალდებულია ერთი კვირის განმავლობაში 10 000 ხელმოწერა წარადგინოს. მე ვაცხადებ, რომ ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანაა ოქტომბერში დავასრულოთ თბილისში „ქართული ოცნება“. ამისთვის კი აუცილებელია ქვეყანაში ჩავატაროთ სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები. შესაბამისად, მე ვთავაზობ ალეკო ელისაშვილს მთელი რესურსით სრულ დახმარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ უმოკლეს ვადაში შევაგროვოთ 10 000 ხელმოწერა და მისი თანხმობის შემთხვევაში ჩვენი შტაბი ხვალ დილიდან დაიწყებს მხარდამჭერების მობილიზებას. იგივეს მოვუწოდებ ყველა პროდასავლურ კანდიდატს. შეგახსენებთ, ამ არჩევნებში ჩვენი მთავარი მიზანია ერთად გავისტუმროთ თბილისიდან ”ქართული ოცნება”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ცესკომ მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის 10 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვებას სთხოვს.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციის დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია და ამაზე მეტად მნიშვნელოვანია, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვცეთ პატივი ქვეყნის ძირითად კანონს
შემდეგი სტატიაცესკო განცხადებას ავრცელებს