ზაალ უდუმაშვილი – არ დავუშვებთ პუშკინის სკვერის ვიღაცისთვის ლარად გადაცემას, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება

ჩვენ არ შევეგუებით საკრებულოს გადაწყვეტილებას, ვიბრძოლებთ ბოლომდე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც პარტია აქციას მართავს.
„ჩვენ არ შევეგუებით საკრებულოს გადაწყვეტილებას, ვიბრძოლებთ ბოლომდე, ჩვენ არ დავუშვებთ პუშკინის სკვერის ვიღაცისთვის ლარად გადაცემას, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენ უფრო ბევრი ვიქნებით“,- განაცხადა უდუმაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს.
როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, აქციაზე საკრებულოს 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც პუშკინის ქუჩისა და თაბორის მთის ნაწილის გასხვისებას ეხება.
ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მსვლელობით პუშკინის ქუჩისკენ წავლენ და იქიდან ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლებენ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოხსენება გააკეთა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილს ჩამოერთვას მიწის ის ორი ნაკვეთი, რომელიც მას საკრებულომ გადასცა