ხვიჩა ჯიშკარიანი: ვპირდები ჩემს თანაქალაქელებს მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანი მისი თავმჯდომარეობიდან გადაყენების ფაქტს იხსენებს და სენაკელებს მიმართავს:

jishkarua

“მივმართავ ჩემს სენაკელებს, ადამიანებს,რომლებიც ასე მედგრად მიდგანან გვერდში, ადამიანებს, რომლებსაც გული შეტკივათ სენაკში განვითარებულ მოვლენებზე, როგორც, თქვენთვის ცნობილია 2015 წლის 31 აგვისტოს, მას შემდეგ რაც კანცელარიის შენობაში “ღამის სერობა ” მოეწყო რეგიონის პირველი პირების მეშვეობით,( მე დავასახელე ეს პირები) სენაკის საკრებულოს რიგარეშე სხდომაზე ყოველგვარი მოტივისა მოხდა ჩემი, როგორც საკრებულოს თავჯდომარის გადაყენება, აღნიშნულთან დაკავშირებით სენაკის რაიონულ სასამართლოში შევიტანე სარჩელი, აქვე მინდა გაცნობოთ,რომ ხვალ 15 საათზე ჩანიშნულია პირველი სხდომა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც არუნდა დამთავრდეს ეს სასამართლო პროცესი მე ყოველთვის ჩემი გულანთებული სენაკელების გვერდით ვიქნები, ვინც მე კარგად მიცნობს ყოველთვის სახელმწიფო ინტერესები დამიცვია, ადამიანთა ჯგუფი რომელიც მე დამიპირისპირდა არ ანაღვლებთ არ სახელმწიფო, არც ადამიანები, მათ მხოლოდ პირადი ინტერესები და თავიანთი კეთილდღეობა ამოძრავებთ, ვპირდები ჩემს თანაქალაქელებს მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან!”- წერს ხვიჩა ჯიშკარიანი.

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკური თვითიზოლაციის პოცესი ნელენელა ირღვევა”
შემდეგი სტატია“შევეცდებით რუსეთს პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებაზე სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ”