WSJ: ობამამ ტრამპთან ფოტოსესია გადადო

აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ფოტოების გადაღების ცერემონია გადადო – The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემა აზუსტებს, რომ ობამასა და ტრამპის საუბრისას მიშელ ობამამ მელანია ტრამპს თეთრ სახლში ექსკურსია ჩაუტარა.
The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ ტრადიციულ საერთო ფოტოზე უარის თქმა, შესაძლებელია აიხსნას იმ მკაცრი პოლემიკით, რასაც ობამა წინასაარჩევნოდ ატარებდა ტრამპის წინააღმდეგ. კერძოდ, კი, შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამა მხარს დემოკრატ ჰილარი კლინტონს უჭერდა. ობამამ მილიარდელზე თქვა, რომ მას საკმარისი გამოცდილება არ გააჩნია, ამიტომ ის “არ ივარგებს პრეზიდენტად” და რომ “არ შეიძლება ტრამპს ატომური ჩემოდნის გასაღები ანდონ”.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს პირველი ლედი – ვინ არის ის
შემდეგი სტატიატერესა მეიმ ტრამპს დაურეკა