WikiLeaks-მა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს “სმაილები” გამოაქვეყნა

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დოკუმენტების არქივში, რომელიც WikiLeaks-მა გამოაქვეყნა, სპეციალურად შერჩეული იაპონური სმაილები იპოვეს – Mashable წერს. ფაილი, რომელსაც «Japanese style Faces» (იაპონური სტილის სახეები) ქვია, დაახლოებით 400 “ღიმილს” შეიცავს, რომელიც სხვადასხვა ასოებისგან, ციფრებისგან და სიმბლოებისგან შედგება. ტექსტური შესატყვისობა მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვს, მათ შორის ᶘ ᵒᴥᵒᶅ (პატარა გვირაბი) და ∩( ・ω・)∩ (ბედნიერი ძაღლი).

გამოცემა აღნიშნავს, რომ დოკუმენტში არ არის განმარტებული, თუ რატომ დასჭირდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს მსგავსი სიის შედგენა და ვარაუდს გამოთქვამს, რომ შესაძლებელია, ის ქსელური ჟარგონისას ტექსტების გადასათარგმნელად გამოიყენებოდა.

შეგახსენებთ, რომ საიტმა Wikileaks-ი ათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც, პუბლიკაციის ავტორების თქმით, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ჰაკერულ ხრიკებს ააშკარავებს. აღნიშნულ დოკუმენტებში, საუბარია კომპიუტერებისა და სმარტფონების ვირუსებზე, ასევე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც “ჭკვიან” ტელევიზორებს მოსასმენ აპატარად იყენებს.

დოკუმენტების მიხედვით, კიბერიარაღების არსენალში, რომელიც თითქოსდა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს გააჩნია, არის ვირუსები, რომელთაც Windows-ის, Android-ის, iOS-ის, OSX-ის და Linux-ის ოპერაციული სისტემების და ასევე, ინტერნეტ-როუტერების დავირუსება შეუძლიათ.
აღნიშნულის პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი, სტატიის ავტორების თქმით, აშშ-შია შემუშავებული, თუმცა, ამერიკელებს ბრიტანული დაზვერვის სამსახური მი-5 დაეხმარა Samsung-ის ტელევიზორებში ქსელის შექმნასა და შეღწევაში.
აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო ბიურომ და ბრიტანეთის შსს-მ “ვიკილიქსის” პულიკაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

banner
წინა სტატიაშიქაბულში საავადმყოფოს დაესხნენ თავს
შემდეგი სტატიაუკრაინელ სახელმწიფო მოხელეს სახლში ოქროს ხელსაბანი უპოვეს