Wikileaks-ის ინფორმატორმა თავი მოკვლა სცადა

Wikileaks-ის ინფორმატორმა თავი მოკვლა სცადა

10Wikileaks-ის ინფორმატორი, ჩელსი მენინგი სუიციდის მცდელობის შემდეგ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი სახელი სქესის შეცვლამდე ბრედლი მენინგი იყო – The Daily Beast-ი წერს.
როგორც გამოცემამ დაადგინა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, ქალი ფორტ ლივენუორტის ციხიდან კანზასის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მალე გამოწერეს და ისევ პენიტენციალურ დაწესებულებაშია.
ჩელსიმ სქესი 2015 წლის 13 თებერვალს, ციხეში შეიცვალა – გადაწყვეტილება მიღებული იქნა გენდერული თვითგამორკვევის ნიადაგზე თვითმკვლელობის დიდი რისკის გამო. ეს პენიტეციალური სისტემის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო.

მენინგი 2010 წელს დააკავეს. მან “ვიკილიქსს” დაახლოებით 700 ათასი საიდუმლო დოკუმენტი გადასცა, რომელიც ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციებს ეხებოდა. მისი ყველაზე გახმაურებული ინფორმაცია გახდა 39 წუთიანი ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ კლავენ ამერიკელი სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს ერაყში.

2013 წლის აგვისტოში მენინგი დააკავეს და მას 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის, რომ ის გერდერული იდენტობის გამო იტანჯებოდა, ჯერ კიდევ სასამართლო პროცესისას გახდა ცნობილი. არც ის და არც მისი ადვოკატები არ მალავდნენ, რომ ბრალდებული ტრანსსექსუალია და სქესის შეცვლა უნდა.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ცივი იარაღით – დაღუპულია 24 წლის ბიჭი
შემდეგი სტატიაიტალიაში ექსპო-2015-ზე ფულის გათეთრების გამო მაფიის 11 წევრი დააკავეს