WikiLeaks-ი ჰილარი კლინტონის პუტინისადმი სიმპათიებზე აქვეყნებს მასალებს

7-2აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა, რომელმაც საკუთარი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არა ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს წინააღმდეგობას გაუწევს, ადრე არა ერთხელ გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტისადი სიმპათია – Fox News-ი “ვიკილიქსის” მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ცხადია ის, რომ ჩვენ რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობების ქონა გვსურს და გვინდა, რომ პუტინი მეტად ღია იყოს აშშ-სთან, რომ ჩვენ გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობა შევძლოთ” – 2013 წელს ამბობს ჰილარი კლინტონი ჯონ პოდესტასთან მიმოწერაში,რომელიც ახლა კლინტონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია.
იმავე წლის მაისში კლინტონი პუტინს “საინტერესო მოსაუბრეს” უწოდებს. “მე მასთან ვიჯექი. ის შთამბეჭდავია და იცით, ძალიან საინტერესო მოსაუბრე. ჩვენ ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, რაც რუსეთ-აშშ-ს შორის მნიშვნელოვანი არ არის” – ამბობს კლინტონი სააგენტო Sanford Bernstein-თან შეხვედრაზე.
2013 წელს ჩიკაგოში, ებრაულ ფონდში სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი უპროგნოზოა. “ვერასდროს იქნები დარწმუნებული იმაში, თუ რას აკეთებს ის, ის ყოველთვის მზად არის დედა-სამსობლოს დასაცავად. ამიტომ, ჩვენ ძალინა საინტერესო შეხვდერები გვქონდა” – განაცხადა კლინტონმა.
“WikiLeaks”-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოწერაში კლინტონი ასევე ახსენებს პუტინის აგარაკს, რომელსაც ის ეწვია. კლინტონის თქმით, პუტინმა ის “წმინდათაწმინდა” ადგილზე დაპატიჟა, სადაც რუსეთის უზარმაზარი რუკა აჩვენა “ადგილობრივი ლომებით და სხვა ცხოველებით… ეს იყო სასწაული” – ამბობს ჰილარი კლინტონი.

პოდესტას წერილების პირველი ნაწილი 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა. იქ საუბარია ატომურ ენერგიაზე, ასევე, კლინტონის ფონდში გაკეთებულ შემოწირულბებზე, რომელიც სასარგებლო წიაღისეულების მოპოვების შემდეგ კეთდებოდა.

banner
წინა სტატიაშიროულინგი: ჰარი პოტერზე ხუთ ფილმს გადაიღებენ
შემდეგი სტატიამოსულა თუ არა ქალის ცემა მარტვილში-ალექსანდრე გრიგალავას პირველი კომენტარი