Wikileaks – აშშ ათეულობით წლები ანხორციელებდა გერმანიის მთავრობაზე თვალთვალს

Wikileaks - აშშ ათეულობით წლები ანხორციელებდა გერმანიის მთავრობაზე თვალთვალს

Wikileaks - აშშ ათეულობით წლები ანხორციელებდა გერმანიის მთავრობაზე თვალთვალსაშშ-ს ეროვნული უშიშროების სააგენტო არა მხოლოდ ანჰელა მერკელზე, არამედ, მის წინამორბედ ჰერმუნდ კოლსა და გერჰარდ შრიოდერზეც ახორციელებდა თვალთვალს. გერმანიის მაღალჩინოსნები ათეული წლების მანძილზე აშშ-ს ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ – ამის შესახემ მასალებს საიტი Wikileaks-ი აქვეყნებს.
Wikileaks-მა 56 დაშიფრული ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა, რომელსაც აშშ-ს უშიშროების სააგენტო უსმენდა. სატელეფონო ნომრებს შორისაა მერკელის ბიურო და მისი უფლებამოსილი პირის ბეატ ბაუმანის, კანცლერის ბიუროს უფროსის პიტერ ალტმაიერის და მერკელის უწყების ექს-ხელმძღვანელის რონალდ პოფალის ნომრები.

ივნისის დასაწყისში Wikileaks-მა 69 სატელეფონო ნომერი გამოაქვეყნა. სულ 125 ნომერია გამოქვეყნებული, რომელსაც უსმენდნენ.

საპარლამენტო კომისიის წარმომადგენელმა “მწვანეებიდან” კონსტანტინ ფონ ჰოტცმა გასაჯაროვებულ ინფორმაციას “მერკელისთვის სამაგალითო” უწოდა. სნოუდენის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული სკანდალური ინფორმაციების შემდეგ გამოძიების ნაცვლად მერკელი სკანდალის ჩაფარცხვას შეეცადა – განაცხადა დეპუტატმა და გერმანიის მთავრობას სპეცსამსახურების ახალ რეგულაციებზე გადაყვანისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ სრებრენიცას მოვლენებს გენოციდი უწოდა
შემდეგი სტატიაქართული სპეცსამსახურები შსს-ს გამოეყო