WhatsApp-ი მთელს მსოფლიოში გაითიშა

სმარტფონების მფლობელთა შორის პოპულარული უფასო ინტერნეტ კომუნიკაციის გაჯეტი WhatsApp-ი, 3 მაისს ღამით 22-დან 23 საათამდე მთელს მსოფლიოში გაითიშა და ამ დრომდე გათიშულია.
WhatsApp-ის გათიშვას მტკივნეულად გამოეხმაურნენ თურქეთისა და რუსეთის მოქალაქეები, რადგან ეს პრობლემა მათი ხელისუფლებების ,,ნახელავი,, ეგონათ, თუმცა მცირე დროში გაირკვა, რომ იგივე პრობლემის წინაშე დანარჩენი მსოფლიოც იდგა.
რამდენიმე ქვეყნის კომუნიკაციის სამინისტროს წარმომადგენელთა აზრით, WhatsApp-ს მსგავსი პრობლემა სერვერის გათიშვის გამო შეექმნა. თუმცა თავად WhatsApp-ის ადმინისტრაციას, პრობლემის მიზეზებზე ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიმაკრონი – პუტინის დიქტატს არასდროს დავემორჩილები
შემდეგი სტატიაერთი წამითაც არავის ეპარება ეჭვი, რომ ტრამპსაც ისეთივე სულისკვეთება აქვს, როგორიც კონგრესმენების წერილშია გამოთქმული – პრემიერი