The Washington Post: თეთრმა სახლმა მოსკოვს სირიის საკითხზე უკანასკნელი შეთავაზება გაუკეთა

აშშ-ს მთავრობას მოთმინება ეწურება იმის მცდელობაში, რომ რუსეთის ფედერაციასთან სირიაში სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს, ასევე, ერთობლივ ანტიტერორისტულ ოპერაციებზე. რუსეთის ფედერაციას “უკანასკნელი წინადადება” ბარაკ ობამამ შესთავაზა ჩინეთში “დიდი ოცეულის” სამიტზე, როცა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აღნიშნულ თემებზე მოლაპარაკებების მზაობაზე გაუცხადა – The Washington Post-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა. ელოდებიან, რომ მოსკოვი რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას მიიღებს.

გამოცემის თანახმად, ვაშნგტონი, სირიის სამოქალაო ომის ყველა მონაწილეს ქვეყნის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, მათ შორის, ალეპოს რაიონში, რომ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდი წინასწარ დათქმულ დრომდე უნდა გაგრძელდეს, შემდეგ კი, აშშ და რუსეთის ფედერაცია ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივ ოპერაციას დაიწყებენ სირიაში.
თეთრი სახლის წარმომადგენელი არ აზუსტებს, რუსეთის თანხმობის შემთხვევაში რა ნაბიჯები გადაიდგმევა სირიაში.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა გერმანელ დეპუტატებს ინჯირლიკის ბაზის მონახულებაზე ნება დართო
შემდეგი სტატიაპენტაგონის ხელმძღვანელი: რუსეთი სირიის სამოქალაქო ომს მეტად აღვივებს