Washington Post-ი საქართველოში რუსული განწყობების გაძლერებაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

Washington Post-ში საქართველოზე გამოქვეყნებული სტატია სათაურით „მიუხედავად წარსული უთანხმოებისა რუსეთთან, ქართველები თავიანთ ორბიტაზე ბრუნდებიან“ – საქართველოში რუსული განწყობების გაძლიერებას ეძღვნება.

სტატიის ავტორი საქართველოში რუსული ინტერესების გაძლიერებასა და რუსეთის მხრიდან წარმომადგენლობების გაზრდის შესახებ საუბრობს.

სტატიაში ასევე მოყვანილია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ “სტაბილურობა და უსაფრთხოება ვერ შენარჩუნდება რუსეთის პარადიგმით, რომელიც სხვა ქვეყნებზე განსაკუთრებული უფლებების ფლობას გულისხმობს. რუსეთი მუშაობს საკმაოდ აქტიურად არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გავლენების გასაფართოვებლად.”

სტატიის ავტორი წერს, რომ რუსეთის მცდელობების მიუხედავად საქართველო ურყევად რჩება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული. აქვე ახსენებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსაც, სადაც საქართველოს უვიზო რეჟიმზე ევროპელმა ლიდერებმა უარი უთხრეს.

სტატიაში ხაზგასმულია ბარაკ ობამას სიტყვებიც, სადაც ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე ნატოს გაფართოების გეგმა არ განიხილება.

სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოში ისევე როგორც მოლდოვაში პრორუსი პოლიტიკოსების მხარდაჭერა იზრდება. აშშ კი ცდილობს საქართველოს დასამშვიდებლად ისეთი პროგრამები შესთავაზოს როგორიც არის სამხედრო წვრთნები.

სტატიის ავტორს მეტი დამაჯერებლობისთვის NDI კვლევის შედეგები მოჰყავს, რომლის თანახმად ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მხარდამჭერთა რიცხვი 68 %-ით შემცირდა, მაშინ როდესაც 31 %-ით გაიზარდა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის მხარდამჭერთა რიცხვი.

Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში 2008 წლის აგვისტოს ომზეც არის საუბარი, რომელსაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება მოჰყვა, ასევე მიმოხილულია 2012 წლის არჩევნებიც და ბიძინა ივანიშვილის ხელისფლებაში მოსვლის ფაქტიც, რომელიც დასავლური კურსის შენარჩუნების ფონზე რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას დაპირდა მოსახლეობას.

“არავის უთქვამს ჩვენთვის, რომ ეს მარტივი იქნებოდა. ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა, მხოლოდ პუტინის შემდეგ გაჩნდება”, – ამბობს ირაკლი ალასანია, თუმცა Washington Post-ის ჟურნალისტის ვარაუდით პუტინი რუსეთის მმართველად 2024 წლამდე იქნება.

banner
წინა სტატიაშისკანდალური აღიარება ნადეჟდა სავჩენკოს ტყვედ აყვანაზე (VIDEO)
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური პოლიციელების მიერ მოქალაქეების შეურაცხყოფის ფაქტზე განმარტებას აკეთებს