Wall Street Journal: თურქეთმა, გიულენის მოსატაცებლად მაიკ ფლინს 15 მილიონი დოლარი შესთავაზა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 13, 2017 21:07

Wall Street Journal: თურქეთმა, გიულენის მოსატაცებლად მაიკ ფლინს 15 მილიონი დოლარი შესთავაზა

აშშ-ში, ბოლოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის, საქმის გამომძიებელი პროკურორი რობერტ მიულერი, ფეთჰულაჰ გიულენის გატაცების და თურქეთის მთავრობისთვის გადაცემის სანაცვლოდ, თეთრი სახლის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ ფლინს და მის შვილს მილიონობით დოლარის სავარაუდო შეთავაზებასაც იძიებს.
ამერიკულ გაზეთ Wall Street Journal- ის (WSJ) ინფორმაციით, მაიკ ფლინისთვის და მისი შვილისთვის, ამ სამუშაოს შესასრულებლად 15 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადათ. გაზეთმა სტატია „გამოძიებასთან ახლოს მყოფ წყაროებზე“ დაყრდნობით გამოაქვეყნა.
აშშ-ს წამყვანმა გამოცემამ NBC-მაც, WSJ- ს ბრალდებების მხარდამჭერი სტატია მთავარ გვერდზე გამოაქვეყნა.
NBC-ი გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ ამ მოლაპარაკებისას ასევე იმსჯელეს თუ როგორ შეიძლებოდა აშშ-ში, ირანის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით თაღლითობისთვის, საბანკო თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული წარმოშობით ირანელი ოქროს მოვაჭრის რეზა სარრაფის გათავისუფლება.
WSJ- ის ინფორმაციით, აშშ-ს ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა, გასული წლის დეკემბერში ნიუ-იორკში ″21″ სახელწოდების კლუბში, ფეთჰულაჰ გიულენის საკითხთან დაკავშირებით ფლინსა და თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის შემდგარი შეხვედრის შესახებ სულ ცოტა 4 ადამიანი დაკითხეს.
FBI-ის მიერ დაკითხული პირებიდან ერთ-ერთი აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრაზე გიულენის სპეციალური თვითმფრინავით გატაცება და თურქეთში იმრალის კუნძულზე არსებულ კერძო ციხეში გადაყვანის წინადადება განიხილებოდა, სადაც ამჟამად “ქურთისტანის მუშათა პარტიის”( PKK) ლიდერი აბდულა ოჯალანია დაპატიმრებული.
რობერტ მიულერი ამ გამოძიებას როგორც, გასულ წელს აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპის მრჩევლებსა და რუსეთს შორის ურთიერთობების კვლევის ნაწილი, ისე აწარმოებს.
მიულერის პრესსპიკერმა WSJ- ში გამოქვეყნებული სტატიის შესახებ კომენტარი არ გააკეთა.
გაზეთი ასევე წერს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაიკ ფლინის და მისი შვილის ადვოკატებმაც კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 13, 2017 21:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics