The Wall Street Journal: შესაძლებელია გერმანიამ სირიის გამო რუსეთს სანქციები დაუწესოს

დასავლეთისთვის ძალების დემონსტრირება შესაძლებელია რუსეთს შიდა სტაბილურობის დაკარგვის ფასი დაუჯდეს

გერმანიის მთავრობა სირიის გამო რუსეთის წინაარმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს – The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. წყაროს ინფორმაციით, კანცლერი ანგელა მერკელი “სწავლობს შესაძლებლობებს, რომელიც მოსკოვს აიძულებს სირიაში კურსი შეცვალოს”. აღინიშნება, რომ საკითხი შესწავლის ადრეულ სტადიაშია, ამასთანავე, უცნობია, რა მასშტაბის შეიძლება იყოს სანქციები.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმებტმა, ასევე განაცხადა მოსკოვისათვის შემზღუდავი სანქციების დაწესების შესახებ იმ შემთხევვაში, თუკი რუსეთი სირიაში საკუთარ პოლიტიკას გააგრძელებს.

 

 

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ პუტინს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიააშშ არ გამორიცხავს ბაშარ ასადის არმიაზე დარტყმას