Wall Street Journal: ოლანდს რუსეთთან საშიში თამაში მიყავს

Wall Street Journal: ოლანდს რუსეთთან საშიში თამაში მიყავს

15უკრაინის კრიზისის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა “ძალის დემონსტრირება” მოახდინა, როცა უარი თქვა რუსეთისათვის სამხედრო ხომალდები “მისტრალი” მიეწოდებინა, თუმცა, ახლა ის მაქსიმალურად გაურბის ანტირუსულ რიტორიკას – The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემა 8 ივლისის ნატოს სამიტს იხსენებს, სადაც ოლანდმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრანგეთისთვის “არც მოწინააღმდეგეა და არც საფრთხე”, არამედ “პარტნიორი”. აღნიშნულმა გამოსვლამ პარიზის ჩინოვნკები შოკში ჩააგდო.

სტატიის ავტორების თქმით, ოლანდის მხრიდან რუსეთის პარტნიორად აღქმა, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს, გათვლილია 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. საფრანგეთის ლიდერი იმედს იტოვებს, რომ რუსეთთან კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებს, რაც ევროპელ მემარცხენეებში ლიდერის როლს შეუნარჩუნებს. გერმანელები და იტალიელები, ამაზე, შესაძლებელია დათანხმდნენ. ამასთანავე, სტტიის ავტორების თქმით, ოლანდს ძალიან მალე მოუწევს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც რუსეთისა და ნატოს თემებსაც ეხებიან, საკუთარი პოზიციის დააფიქსირება და აღნიშნავენ, რომ საფრანგეთის ლიდერის აზრი ნატოს სამიტზე მიღებულ დოკუმენტს ეწინააღმდეგება.

banner
წინა სტატიაშიქუთაისი-მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენა
შემდეგი სტატიაევროპოლს ეჭვი აქვს, რომ მიგრაციის კრიზისი “ისლამური სახელმწოფოს” ორგანიზებულია