The Wall Street Journal: აშშ-მ ირანს საიდუმლოდ 400 მილიონი გადაუხადა

The Wall Street Journal: აშშ-მ ირანს საიდუმლოდ 400 მილიონი გადაუხადა

13The Wall Street Journal-ის ცნობით, ვაშინგტონმა თეირანს, აშშ-ს ოთხი მოქალაქის გათავისუფლებიდან მალევე, 400 მილიონი საიდუმლოდ გადაუხადა. თანხა სატვირთო თვითმფრინავმა, რომელსაც ამომცნობი ნიშნები არ ჰქონდა, კონტეინეტებით გადაიტანა, – იუწება გამოცემა ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, აშშ-მ 400 მილიონი დოლარი ევროსა და შვეიცარიულ ფრანკებში გადაიხადა. ვაშინგტონმა აღნიშნული თანხა ნიდერნალდებისა და შვეიცარიის ბანკებიდან აიღო. ირანთან, აშშ-ს კანონმდებლობით, დოლარით ტრანზაქცია აკრძალულია, ამიტომ, ვალუტა გადახურდავდა. ამასთან, რადგანაც საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან თეირანს წვდომა შეზღუდული ჰქონდა, თანხა ვერ გადაირიცხა, რამაც მისი ჩატანის აუცილებლობა გამოიწვია. გამოცემის ინფორმაციითვე, აღნიშნული თანხა, 1979 წლიდან მიმდინარე დავის ფარგლებში პირველი გადასახადია – ირანში ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ აშშ-ს მაშინდელი მთავრობის დანაპირები, რაც იარაღის მიწოდებას უკავშირდებოდა და რომლის ღირებულებაც ირანს გადახდილი ჰქონდა, არ მომხდარა. ოფიციალური ვაშინგტონი თანხის გადახდასა და ამერიკელების გათავისუფლებას შორის კავშირს უარყოფს, – წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიტრანსგენდერმა ქალმა აშშ-ში ბანკი გაძარცვა
შემდეგი სტატიავინ და რა ყალბი დოკუმენტი აჩვენა კვირიკაშვილის – კულუარული ომი მმართველ პარტიაში