ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას – მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ხალხს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ რეგულაციის დამტკიცება ჟენევიდან მიულოცა.

ჯანელიძის განცხადებით, მიღწეული შედეგი ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის დამსახურებაა.

„ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ეს ქართველი ხალხის, საქართველოს მთავრობის დამსახურებაა, ეს დამსახურებაა იმ რეფორმების, რომელთაც ჩვენ ვახორციელებთ, რათა საქართველო გახდეს ნამდვილად ევროპული სახელმწიფო, იყოს ევროპული სტანდარტები, ევროპული ინსტიტუტები და შესაბამისად, ჩვენ ვიყოთ ევროპული დიდი ოჯახის ნაწილი, როგორც უსაფრთხოების, ასევე კულტურული, ეკონომიკური განვითარების კუთხით.

ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ ევროპული რეფორმების განხორციელებას“, – განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფება, სადაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიაში იღებს მონაწილეობას.

ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში 180-დღიან პერიოდში 90 დღით ვიზის გარეშე მოგზაურობასთან დაკავშირებით, ახალი რეგულაცია დაამტკიცა.

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიღებულ რეგულაციას ხელი უნდა მოაწერონ. ტექსტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და გამოქვეყნებიდან 20 დღეში ძალაში შევა.

banner
წინა სტატიაშიდღეს 23:30-00:30 საათზე მეტეხის გვირაბი გადაიკეტება – თბილისის მერიის განცხადება
შემდეგი სტატიაირაკლი მამალაძე: ყველაზე მეტი სათქმელი მამა გიორგის აქვს, რომელმაც, ეს მძიმე დანაშაული საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს