ვუადვილებთ რუსეთს თავისი მიზნების განხორციელებას – რაქვიაშვილი უშიშროების საბჭოს გაუქმებაზე

ვუადვილებთ რუსეთის ფედერაციას თავისი მიზნების განხორციელებას – ეს განცხადება, უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა გააკეთა. რაქვიაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც უშიშროების საბჭოს გაუქმებას და უსაფრთხოების საბჭოს შექმნას ეხება.
რაქვიაშვილიამბობს, რომ უშიშროების საბჭოს გაქრობა ნიშნავს იმას, რომ მმართველი უმრავლესობა უსაფრთხოების საკითხებს კონსტიტუციურ რანგში არ განიხილავს.

„უშიშროების საბჭოს გაქრობა კონსტიტუციიდან გაქრობა, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციურ რანგში არ განიხილავს მმართველი უმრავლესობა უსაფრთხოების საკითხებს. ერთ-ერთი ყველაზე უფრო კრიტიკული მონაწილე უსაფრთხოების არქიტექტურაში პრეზიდენტი, ფაქტობრივად გარიყულია უსაფრთხოების დისკუსიის პოლიტიკიდან.
ვუადვილებთ რუსეთის ფედერაციას თავისი მიზნების განხორციელებას, როდესაც ჩვენ ჩვენი ხელით ვასუსტებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომელიც უნდა იყოს პასუხისმგებელი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე,“-განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს საპატრიარქო სრულ აუდიოჩანაწერს დღეს გადასცემს
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძეს ეპიტემია დაადეს, მეუფე იაკობის გადაწყვეტილებით დაკავებულს არ აზიარებენ