“ვტოვებ თანამდებობას, რადგან თბილისის მერია მხოლოდ ივანიშვილზე ზრუნავს”

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და კულტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნინო ქაცარავამ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, თბილისის მერია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილებს ასრულებს და ამიტომ აღნიშნულ უწყებაში მუშაობის სურვილი აღარ აქვს.

“ერთი წლის წინ სამსახურში აღმადგინეს, მანამდე ვიყავი უკანონოდ გათავისუფლებული, შემდეგ მოვიპოვე გამარჯვება სასამართლოს ძალით, მაგრამ დღეს, როცა ამ მოვლენებს ვუყურებ, თუ როგორ გაიყიდა ბოტანიკური ბაღი, ეს ნიშნავს, რომ თბოლისის მერია ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რომ როგორმე ბიძინა ივანიშვილს აუსრულოს სურვილები, მისი საზრუნავი არ არის ხალხი, თბილისი და სოციალურად დაცუველები, ამიტომ მე დღეს ვტოვებ თბილისის მერიას”,-განაცხადა ქაცარავამ.

ცნობისათვის, კრწანისი-შინდისის შემაერთებელი გზის მონაკვეთი 29 ჰექატრი 6 326 495 ლარად დღეს გაიყიდა. მყიდველის ვინაობა ჯერ-ჯერ უცნობია.

https://youtu.be/pQbJE-zrVhQ

 

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” ბოტანიკური ბაღის მყიდველის ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 12 წლის განმავლობაში 61 სოფელი დაიცალა