ვთხოვ ყველას, იყვნენ კონსტრუქციული, რადგან სამომავლოდ ერთად ვაპირებთ მუშაობს

მზად ვარ, კონკრეტული საკითხებზე სასაუბროდ და ვთხოვ ყველას, იყვნენ კონსტრუქციული, რადგან სამომავლოდ ერთად ვაპირებთ მუშაობს,- ამის შესახებ საკრებულოში მისვლისას დედაქალაქოს მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.

„საკრებულოში წარმოვადგენ ანგარიშს გარემოს დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯების შესახებ. ჩვენ პირველად მივიღეთ ქალაქში მასობრივი გამწვანების დოკუმენტი, მხოლოდ ამ წლის შემოდგომაზე 79 ათასამდე ხე დაირგვება. შერჩეულია ადგილი, შერჩეულია ნერგები. ასევე, ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით სკვერების გაშენების თაობაზე. გოთუაზე გავაკეთეთ სკვერი. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა საზოგადოებრივ სექტორთან გამხმარი ხეების ჩანაცვლების თაობაზე“,-აღნიშნა დავოით ნარმანიამ.

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ შემუშავდა და საკრებულოს გაეგზავნა თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციის დოკუმენტი.

„საჭიროა დავიწყოთ ამ სამსახურის რეორგანიზაცია“,-აღნიშნა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიპოლონელმა მინისტრმა გერმანია ეგოიზმში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი – დავით ნარმანიას თბილისელებში ნდობის კრედიტი ამოწურული აქვს