ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაცია გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გვიან ღამით სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც ევროსაბჭოში საპარლამენტო ანსამბლეის მორიგი სესია იმართება.

განსახილველ თემებს შორისაა ლტოლვილთა პრობლემები ევროპაში, ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხები.

მონიტორინგის კომიტეტზე ქართული დელეგაცია ასევე მოისმენს ინფორმაციას მომხსენებლებისგან, რომლებიც მაისის თვის ვიზიტის შედეგებს შეაჯამებენ.

კომიტეტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი საკითხი შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებული კანონი გახდეს.

banner
წინა სტატიაშიცესკოს შეხვედრები აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან
შემდეგი სტატიაუკრაინიდან დეპორტირებულმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა “სვანამ” თბილისის აეროპორტი შეფერხების გარეშე დატოვა