ვრჩები “ქართული ოცნების” გუნდურ მოთამაშედ – წულუკიანის პირველი კომენტარი პრემიერის გადადგომის შემდეგ

პრემიერის გადადგომასა და ახალი პრემიერობის კანდიდატურის შერჩევის საკითხს იუსტიციის უკვე ყოფილი მინისტრი ეხმაურება.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ მან არ იცის ვინ იქნება ახალი პრემიერი, წულუკიანი შესაძლო კანდიდატებზე არ საუბრობს.

რაც შეეხება მის ადგილს მინისტრთა ახალ კაბინეტში, თეა წულუკიანის თქმით, შეინარჩუნებს თუ არა მინისტრის თანამდებობას, ეს ახალ პრემიერზე იქნება დამოკიდებული, თუმცა როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრი აცხადებს, ის რჩება „ქართული ოცნების“ გუნდურ მოთამაშედ.

banner
წინა სტატიაში“გიორგი კვირიკაშვილმა იმაზე მეტიც გააკეთა, ვიდრე მან ეს აღნიშნა კონფერენციაზე”-მიხეილ ჯანელიძე
შემდეგი სტატიაფიცარი, რომელსაც ლურსმანი ჰქონდა დაჭედებული, სავარაუდოდ, 34 წლის მამაკაცის მკვლელობის იარაღი გახდა