ვრცელდება დოკუმენტის ფოტოს, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა

უკრაინული და რუსული ინტერნეტგამოცემები უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი იმ ბრძანების ფოტოს ავრცელებენ, რომლის მიხედვითაც, მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

მედიასაშუალებების განმარტებით დოკუმენტი N196/2017, 26 ივლისს იქნა ხელმოწერილი და მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინის მოქლაქეობა კიდევ 7 პირს გაუუქმდა.

ყველა დანარჩენი პირის ვინაობა დაფარულია. მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძვლად კი კონსტიტუციის 106 მუხლის 26-ე პუნქტი და „უკრაინის მოქალაქეობის შესახებ“ კანონის 17-ე და 19-ე მუხლებია მითითებული.

 

banner
წინა სტატიაშირუსეთი ძალისმიერი გზით განაგრძობს საერთაშორისო საზღვრების გადაწევას
შემდეგი სტატიამაიკ პენსი – საქართველო უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად მიგვაჩნია, პატივს ვცემთ მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სწრაფვას ნატო-ში გაწევრიანებისკენ