ვრცელდება ახალი ვიდეო-მიუნხენში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ვრცელდება ახალი ვიდეო-მიუნხენში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მიუნხენის რამდენიმე ქუჩაში სროლებთან დაკავშირებით ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შეტყობინების სისტემა Katwarn-ის მეშვეობით, ადგილობრივებმა სმარტფონებზე შეტყობინება მიიღეს თხოვნით, არ დატოვონ საკუთარი სახლები.
ბავარიის პრემიერმა ჰორსტ ზეეხორეფმა და შს მინისტრმა იოაჰიმ ჰერმანმა საგანგებო შეხვედრა გამართეს – ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით გერმანული dpa ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მიუნჰენის პოლიციამ დაადასტურა დაღუპულების შესახებ ინფორმაცია, თუმცა, არ ვრცელდება დაღუპულთა რაოდენობა. სამართალდამცველების განცხადებით, სიტუაცია ამ მომენტამდე გაურკვეველი რჩება. პოლიციამ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მათ არ იციან სად იმყოფება ბოროტმოქმედი და სავაჭრო ცენტრში მყოფთ სთხოვს არ გამოაქვეყნონ შემთხვევის ადგილიდან ფოტოები და ვიდეოები.
მიუნჰენში მოძრაობა სრულიად შეწყვეტილია. სამარალდამცველები ხალხს აფრთხილებენ ქუჩაში არ გავიდნენ.

 

https://youtu.be/8yWasCeTwwA

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუნხენის პოლიციის რეკომენდაციებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა გერმანიას მიუნხენში მომხდარი სროლის გამო უსამძიმრებს