“ვფიქრობთ, რომ საქართველოს ექნება პოტენციალი, ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთოს”

ირველმა ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

საუბარია ახალი გუდაურის ტერიტორიაზე, სამშენებლო კომპანია “რედკოს” მიერ დაგეგმილი მშენებლობის პირველ ფაზაზე, რომელიც 10 ჰექტარი ტერიტორიის განვითარებას ითვალისწინებას.

5-წლიანი გეგმის ფარგლებში უნდა აშენდეს 26 ნაგებობა, რომელთა შორისაც იქნება ისეთი საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების მშენებლობა, როგორებიც არის “შერატონი” და “რედისონი”.

ამასთან, ” რედისონი” 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა ტურისტული ნაკადის მატებასთან ერთად, პროექტში ცვლილებები შევიდა და საერთაშორისო ბრენდი 200-ნომრიან საატუმროს ააშენებს, რომელიც 2017-2018 წლების ზამთრის სეზონისთვის უნდა დასრულდეს.

გუდაურში ორი ახალი საბაგირო გზის მშენებლობაც მიმდინარეობს, რომლიდანაც ერთ-ერთის სიგრძე 2400 მეტრია. ახალმა საბაგირომ კი, დამსვენებლების რიგები უნდა განტვირთოს

“ქვეყნის ტურისტული განვითარებისათვის მთის მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. 2016 წელს 10 საბაგიროს მშენებლობა მიმდინარეობს. მათ შორის, სამი საბაგირო შენდება გუდაურში. ჯამურად ეს არის 23 მილიონის ინვესტიციები, რაც დაეხმარება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას. დღეს გუდაურში აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროების მშენებლობაც. რაც ყველაზე სასიამოვნოა, კანადურმა კომპანია “ეკოსაინმა” შეიმუშავა გუდაურის განაშენიანების გეგმა, რომელსაც მალე მივიღებთ, როგორც ნორმატიულ აქტს. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, სწორად და გრძელვადიანად განვავითაროთ კურორტი. ეს გეგმა განსაზღვრავს, თუ სად და როგორი უნდა იყოს სათხილამურო ტრასები, როგორი უნდა იყოს განვითარებული საბაგიროები და სასტუმრო კომპლექსები, ასევე საცხოვრებელი კომპლექსები და როგორ უნდა განვითარდეს კომერციული მიმართულებები”,-აღნშნა ქუმსიშვილმა.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ეს ინფრასტრუქტურა არის იმ დიდი ჩანაფიქრის ნაწილი, რაც არის განაცხადი ზამთრის ოლიმპიადისთვის.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ექნება პოტენციალი, ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის განაცხადი გააკეთოს”,-აღნიშნა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსმა სამხედროებმა სოფელ ფლავისმანის მკვიდრი დავით ციცაგი დააკავეს
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი: მიხეილ სააკაშვილს პარტიიდან საერთოდ გარიცხავენ