ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არანაირი რისკები არ არსებობს

ა5“ჩვენ ძალიან დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ყველა საზღვარზე არის გაძლიერებული კონტროლი. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში თურქეთთან ჩვენ საზღვარს ჩავკეტავთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში მიმდიარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით ჯერ–ჯერობით ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთში, რომელიც საქართველოს ესაზღვრება არანაირი არეულობა არ შეინიშნება.

“ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არანაირი რისკები არ არსებობს. ავიაკომპანიებმა შეაჩერეს ფრენები. გვქონდა ზარები ჩვენს თანამოქალაქეებისგან, რომ აიყვანეს თვითმფრინავში და ვერ გამოფრინდა. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურ კონტროლს ვახორციელებთ და გვაქვს ცხელი ხაზები, როგორც სტამბულში, ასევე თბილისში. უახლოეს პერიოდში შევიკრიბებით, გვქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტთან. სამ საათზე გვაქვს ჩანიშნული პრეზიდენტთან უშიშროების საბჭო, სადაც შევიკრიბებით, შს მინისტრი, მე, უშიშროების სამსახურის უფროსი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. მე მგონია, რომ ჩვენ მხარეს არანაირი შეშფოთების საბაბი არ გვაქვს, თუმცა ის, რაც თურქეთში ვითარდება შეშფოთების საფუძველს ბადებს. იმედია, მალე დაწყნარდება სიტუაცია და დაუბრუნდება ჩვეულებრივ კალაპოტს. თურქულ მხარესთან კავშირი შეუძლბელია, რადგან იქ არის სამხედრო მოქმედებები ქალაქებში და ქალქის ცენტრში, ამიტომ ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან. დამირეკა ირაკლი კოპლატაძემ და ფაქტობრივად ყოველ 5 წუთში ერთხელ გვაქვს კავშირი, ასევე ჩვენი სხვადასხვა ინსტიტუციები არიან ჩართული მუდმივად ინფორმაციის მოპოვებაში და ამ წუთას ვფიქროობთ, რომ კავშირი შეუძლებელია. დიდი იმედი გვაქვს, რომ სიტუცია მალე დამშვიდდება”, – აცხადებს პრემიერ–მინისტრი.

banner
წინა სტატიაშითურქულმა პოლიციამ მასიურად დაიწყო აჯანყებულ სამხედრო პირთა დაპატიმრება
შემდეგი სტატია(video) თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს მოკულია 17 პოლიციელი