ვფიქრობ, ნინო ლომჯარია უფრო ობიექტური იქნება და არ ჩაერევა პოლიტიკურ პროცესებში და სასამართლოს საქმიანობაში

უმრავლეობის წევრს, გია ვოლსკის მოლოდინი აქვს, რომ ნინო ლომჯარია ომბუდსმენის თანამდებობაზე ობიექტური იქნება და არ ჩაერევა პოლიტიკურ და სასამართლო პროცესებში:

„თუ იქნება დაპირისპირება სახალხო დამცველსა და უმრავლესობას შორის, ამით სახელმწიფო არ დაზარალდება, რისი ფაქტებიც უკვე იყო. სახალხო დამცველის კრიტიკული დამოკიდებულება ნორმალურია, მაგრამ არ მგონია, ნორმალური იყოს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სახალხო დამცვლი აუცილებლად უმრავლესობის პოზიციებზე მყოფი უნდა იყოს. ნინო ლომჯარიას ძველ განცხადებებთან დაკავშირებით არის გარკვეული შეკითხვები, მაგრამ მთავარია, მისი კრიტიკული დამოკიდებულება და ჩვენი მოლოდინი, რომ იქნება ობიექტური”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია, რუსეთი კი რამდენი წელია ღიად გვეომება – მეუფე იაკობი
შემდეგი სტატიაზუგდიდის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს 18 წელი მიუსაჯა