Vote Nobody: ამერიკელებს არ სურთ ჰილარისა და ტრამპს შორის არჩევანი გააკეთონ

2222ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამერიკელები ფიქრობენ რა ქნან, რადგანაც მათი აზრით არც დემოკრატი ჰილარი კლინტონი და არც რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი არ არის შესაფერისი ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე. ამიტომ, ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ ხმა არ მისცენ არცერთ კანდიდატს. არის კიდევ ერთი ფრთა – რომლებიც მოუწოდებენ ხმა “ნაკლებად ბოროტს” მისცენ. პირველი ვარიანტის პოპულარობა თანდათან იზრდება – ონლაინში დაიწყეს კამპანია Vote Nobody (ხმა არ მისცე არც ერთს), რომლის ფარგლებშიც ამომრჩევლებს ურჩევენ 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა არ მისცენ არც კლინტონს და არც ტრამპს. გვერდი უკვე 100 ათასზე მეტმა ამერიკელმა გამოიწერა.
კამპანია Vote Nobody 2012 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეიქმნა, თუმცა, მაშინ გვერდმა მხოლოდ 2,5 ათასი მოწონება მიიღო. გვერდი, ძირითადად, ორივე კანდიდატის მემებს აქვეყნებს, რომელიც ორივე მხარეს დასცინის.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება
შემდეგი სტატიათურქეთში გადატრიალების საქმეზე 40 ჯარისკაცი დააპატიმრეს