ვოლსკი ბურჯანაძისა და ინაშვილის პარტიებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკის თქმით „ქართული ოცნება“ მზადაა ყველა პარტიასთან ითანამშრომლოს. აღნიშნული განცხადება ვოლსკიმ თოქ-შოუ „არჩევანში“ გააკეთა. გადაცემის წამყვანის კითხვის საპასუხოდ, ,,განიხილავდნენ თუ არა ირმა ინაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას, რისი სურვილიც ბიძინა ივანიშვილმა მთავრობაში ყოფნის დროს გამოთქვა” – ვოლსკიმ შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა:

„საზოგადოების გადასაწყვეტია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილზე მუდმივად მიტანილ შეტევებს, რომელმაც ააშენა, უამრავი სიკეთე გააკეთა ქვეყნისათვის, უამრავი ხე დარგო და უამრავი ტყე გადაარჩინა, სხვადასხვა მიმართულებით გაისმის ეს მტკიცება, რომ მან ინაშვილს და ბურჯანაძეს შეხედა, როგორც მომავალ ოპონენტს პარლამენტში. რეალურად მე მინდა დავადასტურო, რომ ყველა პარტიასთან ვართ მზად ვითანამშრომლოთ, მათ შორის დასახელებულ პარტიებთანაც, თუკი მათ ჩვენი საზოგადოება აირჩევს“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში,,სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი საქართველოსთვის უმძიმეს მდგომარეობას ნიშნავს”
შემდეგი სტატიანინო გოგუაძე: კოალიცია დაშალა ბიძინა ივანიშვილმა