Volkswagen-ი აშშ-ს 4,3 მილიარდ დოლარ ჯარიმას გადაუხდის

გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen-ი, სავარაუდოდ, დათანხმდა აშშ-ს მიერ დაწესებული ჯარიმის გადახდაზე, რომელიც დიზელის სკანდალის დარეგულირებას ეხება – დღეს მედია კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Volkswagen-მა აღიარა აშშ-ს კანონმდებლობის რამდენიმე მუხლის დარღვევა, რომლის საფუძველზეც დაჯარიმდა კომპანია. დოკუმენტი კონცერნის დირექტორთა საბჭომ უნდა დაადასტუროს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს გარემოს დაცვის სამმართველომ 2015 წლის შემოდგომაზე გამოაქვეყნა Volkswagen-ის და “აუდის” დიზელების ტოქსიკური კვლევის შედეგები. აღმოჩნდა, რომ მანქანის დაქოქვისას ნახშირბადის გაზის რაოდენობა 40-ჯერ აღემატება დაშვებულ ნორმას. 11 მილიონზე მეტ მანქანას სპეციალური პროგრამული აღჭურვილობა ეყენა, რომელიც ეკოლოგიური სტანდარტების სპეციალური გაზომვისას ტესტის შედეგებს ამახინჯებდა.

მონაცემების გასაჯაროვებამ კონცერნიდან ტოპ-მენეჯერების დათხოვნა და დიდი საკადრო ცვლილებები გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიიემენის კონფლიქტში საუდის არაბეთის ჩარევის შემდეგ 1,5 ათასზე მეტი ბავშვი დაიღუპა
შემდეგი სტატიაპარიზის პოლიცია თანამშრომლების რადიკალიზაციაზე საუბრობს