კვლევის შედეგები 3 დღით ადრე ცნობილი იყო საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

ზურაბ ჯაფარიძეგირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დღეს გამოქვეყნებულ GfK-ს კვლევაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს რომ კვლევის შედეგები 3 დღით ადრე ცნობილი იყო საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის.

“მანვე [მიხეილ სააკაშვილმა] გამორჩეულად გაუსვა ხაზი ’ჩვენგან წასულ, ახლადშექმნილი პარტიების’ რეიტინგს, რომელიც, როგორც ჩანს, განსაკუთრებით ადარდებს.

კვლევა ჩატარდა GfK-ს უკრაინული წარმომადგენლობის მიერ, მაგრამ რუსთავი 2-ს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე თუ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები, სავარაუდოდ იმიტომ რომ სანდოობის მიმართ კითხვის ნიშნები შეიძლება გაჩენილიყო” – ამბობს ჯაფარიძე.

გირჩის ლიდერი ამერიკულ-გერმანული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ სხვა “საეჭვო” კვლევებსაც იხსენებს:

“GfK-ს უკრაინულმა წარმომადგენლობამ 2015 წლის იანვარშიც ჩაატარა კვლევა ყირიმის ნახევარკუნძულზე და განაცხადა რომ ყირიმის მოსახლეობის 93% მხარს უჭერდა რუსეთთან მიერთებას, მაშინ როდესაც ყირიმის მოსახლეობის 12%-ს შეადგენენ თათრები, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ასეთი მიერთების.

იგივე GFK-ს 2014 წელს უკრაინაში ჩამოართვეს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის უფლება მოსყიდული პანელისტებით რეიტინგების გაყალბების გამო, რაც თავად GFK-მაც აღიარა”.

ჯაფარიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა რუსთავი2-მა კვლევის დაკვეთა GfK-ს უკრაინული წარმომადგენლობისთვის.

“ჩვენთვის ეს კვლევა უფრო პოლიტიკრი ბრძოლის ტაქტიკური ელემენტია, ვიდრე მოსახლეობის განწყობების რეალური შესწავლა. ჩვენი რეალური მხარდაჭერა გამოჩნდება 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს” – დასძინა ზურაბ ჯაფარიძემ

banner
წინა სტატიაშიგერმანიის პრეზიდენტს დანიანი ნეონაცისტი დაესხა თავს
შემდეგი სტატიაიუნკერმა ბრიტანულ პარტიას: “და თქვენ ახლა აქ რატომ იმყოფებით, საერთოდ?”