(ვიდეო) ვლადიმერ ჟირინოვსკი: აფხაზეთი არ აპირებს ვალის დაბრუნებას და იქნება ჩვენს კმაყოფაზე

აფხაზეთი არ დაუბრუნებს რუსეთს ორი მილიარდი რუბლის მოცულობის ვალს, რომელიც მან მიიღო აფხაზეთის რკინიგზის აღდგენისა და განვითარებისთვის. სააგენტო “REGNUM|–ის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ლიბერალურ–დემოკრატიუოლი პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე, რომელიც განიხილავდა აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხს.
“ არ დაგვიბრუნებს აფხაზეთი ამ და სხვა ვალს და იქნება ჩვენს კმაყოფაზე, თუმცა ჩვენ არ ვართ ამის წინააღმდეგი სამხრეთის საზღვრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.
მისი თქმით, ფინანსური ინექციების სახელმწიფო პოლიტიკა არ ამართლებს: “აფხაზეთი არ დაგვიბრუნებს ვალს, არც სამხრეთ ოსეთი. დროა, მოვრჩეთ ამ გულკეთილობას”.

 

https://youtu.be/8qy4cxiUTww

banner
წინა სტატიაში“სითი პარკთან” ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, სასურველ შედეგს მივაღწიოთ”- ნარმანია
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურა – მოქალაქე ა.კ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს