ვლადიმერ პუტინს “სახალხო” კანდიდატობა სურს

რუსეთის მოსახლეობის 72 % საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას კვლავაც მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მისცემდა.

პუტინი: რუსული ავიადარტყმებისგან სირიის მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაღუპულავლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილ პირთა რაოდენობა რუსეთის 2018 წლის არჩევნებში წინა წლებთან შედარებით გაიზრდება საზოგადოებრივი აზრის რეგიონალური ლიდერების ხარჯზე. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო Znak.com, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა რეგიონალური ადმინისტრაციების წყაროებს.
ეს წყაროები აცხადებენ, რომ კრემლმა მოითხოვა ლიდერთა სიების შედგენა, რომელთა შემადგენლობაში შევლენ ცნობილი სპორტსმენები, კულტურის წარმომადგენლები და ქველმლოქმედნი.
“როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, ვლადიმერ პუტინი ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით უნდა მივიდეს ლამის თითოეულ ოჯახში. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ პუტინი “სახალხო” კანდიდატია და ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც ამ საარჩევნო კამპანიის დროს თითოეულ კარზე დააკაკუნებს”, – აცნობა წყარომ სააგენტოს.
კრემლის ეს მოთხოვნა გაიგზავნა სახალინის, ტულის, ყურგანის, იაროსლავის ოლქებში და დაღესტანში.

banner
წინა სტატიაშიცხინვალი დროებით ხურავს “საზღვარს”
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილმა ჩერნოვციში ვიზიტი შეწყვიტა და ლვოვში ბრუნდება