ვლადიმერ პუტინმა საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა

15310321_10202670457998120_443640054_n 15327599_10202670457958119_1860119028_n 15300668_10202670458398130_1754128776_nრუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. კონცეფციის ახალი ვერსია სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი არ შეეგუება მასზე სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა სახის ზეწოლის განხორციელების მცდელობას.

ამასთან, რუსეთი იტოვებს უფლებას, ხისტად მოახდინოს რეაგირება არამეგობრულ ქმედებებზე, მათ შორის ნაციონალური თავდაცვის გაძლიერებისა და სარკისებრი ან ასიმეტრიული ზომების მიღების გზით.

ახალი კონცეფციის თანახმად, რუსეთი დაინტერესებულია აშშ-სთან ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების არსებობით, თუმცა აღნიშნულია, რომ დიალოგის განვითარება მხოლოდ თანასწორი უფლებების, ინტერესების ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის საფუძველზეა შესაძლებელი.

 

banner
წინა სტატიაში(video) რაულ ხაჯინმა დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდა
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი: ევროკავშირისთვის რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამხედრო შეთანხმებას წონა არა აქვს