ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა რატიფიკაციის კანონს რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა რატიფიკაციის კანონს რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების შესახებ, – იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„რატიფიცირებულ იქნას კანონი რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების შესახებ“, – ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.
აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2015 წლის 28 მაისს სანქტ-პეტერბურგში

banner
წინა სტატიაშიგაერო: სირიაში მილიონამდე ადამიანი მუდმივი საფრთხის ქვეშ არის
შემდეგი სტატიააჭარის მთავრობას ისევ ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს