ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთს მისალოცი დეპეშა გაუგზავნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზ ხალხს უსურვა “მშვიდობა და აყვავება”. ე.წ. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მან დეპეშა გაუგზავნა ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტს, სადაც იგი დაპირებას იძლევა, რომ “სახელმწიფოს მშენებლობაში” მხარდაეჭრას აღმოუჩენს მარიონეტულ რეჟიმს.
დეპეშა ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას საიტზე გამოქვეყნდა.
“პატივცემულო რაულ ჯუმკოს ძევ, მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ეს დღესასწაული განასახიერებს თქვენი ქვეყნის მოსახლეობის სიმამაცეს…რუსეთი კვლავაც ხელს შეგიწყობთ უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს მშენებლობის აქტუალურ საკითხბში”, – წერს ვლადიმერ პუტინი.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონმა და ჩრდილოეთ კორეამ პირდაპირი კონტაქტი დაამყარეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უკრაინის ხელისუფლების შეცვალა