ვლადიმერ პუტინი – დადგა დრო, დეტალურად ვისაუბროთ ორმხრივ ურთიერთობებსა და მსოფლიოს მტკივნეულ წერტილებზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დადგა დრო, დონალდ ტრამპთან მსოფლიოში არსებული მრავალი მტკივნეული წერტილი განიხილოს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჰელსინკიში, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.

„სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა აქ, ფინეთის სტუმართმოყვარე მიწაზე, ჰელსინკიში. ჩვენი მუდმივი კონტაქტები გრძელდება. წინა თვეებში ვისაუბრეთ ტელეფონით და რამდენჯერმე შევხვდით სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში. დადგა დრო დეტალურად ვისაუბროთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და მსოფლიოში სხვდასხვა მტკივნეულ წერტილზე, რომელიც საკმარისად ბევრია იმისთვის, რომ ყურადღება მივაქციოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიროდესაც შენს ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ჩემი ოჯახის წევრები მძევლად ჰყავდა, შენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ოქროს სამაჯურს რატომ გჩუქნიდა?
შემდეგი სტატიაშალვა თადუმაძე – მთავარი პროკურატურა სამართლიანი და ღია ინსტიტუტი რომ გახდეს, ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეგვიძლია ველოდოთ