ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს G20-ის სამიტზე შეხვდებიან

რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ერთმანეთს გერმანიაში, “დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდებიან.
რუსული მედიის ცნობით, როგორც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინი „ამერიკელ კოლეგასთან გასაუბრებას გერმანიაში, „დიდი ოცეულის“ ფორუმზე შეძლებს და დასძინა, რომ ამ დრომდე საუბარი იყო უფრო ადრე შეხვადრაზეც, თუმცა “ჯერჯერობით არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს.”

G20-ის სამიტი ივლისში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ სალომე სამადაშვილი აირჩიეს
შემდეგი სტატიათავად პატრიარქსაც კი არ დაუჯერებია, მისი მოწამვლის ვერსია, არათუ მრევლს