ვლადიმერ პაპავა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი კვერენჩხილაძის შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი განცხადება არის შესული.
როგორც თსუ-ს მოქმედმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა საბუთების მიღება 14 აპრილს, 18:00 საათზე იწურება.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე შესაძლოა პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე დაინიშნოს, ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია და მას არ აქვს მსგავსი ინფორმაცია.

როგორც პაპავამ აღნიშნა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არის 1300 კაცზე მეტი, რაც დიდი რიცხვია, მისივე ინფორმაციით, ამ რაოდენობის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მიერ პირველად ხდება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა თანამდებობას საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე პირველ მაისს დატოვებს.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი: სიხარული უნდა ვახაროთ ადამიანებს, ჩავიხედოთ ადამიანის გულში
შემდეგი სტატიაჰოლანდიის რეფერენდუმის შედეგები გამოქვეყნდა