ვლადიმერ პაპავა: თსუ-ს რექტორი გადადგომას არ აპირებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები კვლავ აპროტესტებენ უნივერისტეტში „ოდეერის“ ინსტიტუტის არსებობას. სტუდენტების უკმაყოფილება რამდენიმე დღეა გრძელდება.

აღნიშნულ საკითხზე თსუ-ს რექტორმა კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა:

„რადგანაც სტუდენტებმა ეს საკითხი გააჟღერეს, ბუნებრივია ეს ყოველივე მივიდა იმათ ყურამდეც, ვისაც ეს ეხება. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს გამოძიება უნდა ჩატარდეს, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველანაირად შევუწყობთ ხელს. არ გამწვავდებოდა ეს სიტუაცია, ის ერთი პიროვნება, რომელიც ახლა ყველასთვის ცნობილია, არანაირ პრობლემას არ შეადგენდა, მაგრამ როდესაც სიტუაცია გამწვავდა და მთელი უნივერსიტეტი ალაპარაკდა, ბუნებრივია ის გახდა პრობლემა.

როდესაც უნივერსიტეტში არის გარკვეული პროცესი, რომელიც მართვას რთულად ექვემდებარება, რა თქმა უნდა პირველ რიგში შეიძლება დადგეს რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომ, ყველაზე ნაკლებად ვისაც არ აწყობს ეს პროცესები, არის რექტორი. მსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გადადგომას არ აპირებს. რადგანაც ამით უნივერსიტეტში სიტუაცია კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

 

banner
წინა სტატიაშიქართველთა გაუგებარი ქცევების მიზეზი შიძლება რუსეთის აგრესიის ნაწილია
შემდეგი სტატიაგიორგი გაფრინდაშვილი: გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ მივიღებ